ნათია ჯანაშიას უკანონო პოზიცია - პოლიტიკური ბრძოლა ქართული ბიზნესის წინააღმდეგ
- 1 day ago
- 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავა უკვე ორ წელზე მეტია, გასცდა ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესის ჩარჩოებს და იგი საჯარო სივრცეში გადატანილ ფართომასშტაბიან, დესტრუქციულ კამპანიად გადააქცია კომპანიის მინორიტარმა აქციონერმა (30%), ნათია ჯანაშიამ. მისი განცხადებები და ბრძოლის მეთოდები ცხადყოფს, რომ მიზანი მხოლოდ პერსონალური ინტერესების დაკმაყოფილებაა, თუნდაც ამას მთლიანი ქვეყნის ეკონომიკა და საზოგადოებრივი ინტერესები შეეწირ
ნათია ჯანაშიამ პირადი დავის მოსაგვარებლად სამიზნეში ამოიღო ისეთი ბიზნესსექტორები, სადაც საქართველოს ათიათასობით მოქალაქეა დასაქმებული. ამ ნაბიჯით ცხადი გახდა, რომ ქვეყნის ფინანსური უსაფრთხოება მისთვის მეორეხარისხოვანია ნებისმიერი პერსონალური ამბიციის ფონზე.
ნათია ჯანაშიას მიერ გახმოვანებული მოწოდებები ბოიკოტირების კამპანიებისკენ არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციებით. რეალურად, ხდება შეტევა იმ ბიზნესსექტორებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალს წარმოადგენენ.
გავრცელებული მოწოდებები ეხება ისეთ მსხვილ კომპანიებს, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 5 მილიარდ ლარს აჭარბებს და ქვეყნის მშპ-ის 4%-ზე მეტს შეადგენს. ამ დონის მასშტაბური კამპანია, ბუნებრივია,აზარალებს ქვეყნის წამყვან ინდუსტრიებს - საბანკო და საფინანსო სისტემას, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროებს, ასევე ენერგეტიკასა და განათლებას.
ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებული ბიზნესსუბიექტების დევნა, ბულინგი, დაშინება და რეიდერული შანტაჟი ამოვარდნილია სამართლებრივი დავის ჩარჩოებიდან. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს ეკონომიკური საბოტაჟის ნიშნებს, რადგან საზოგადოებისთვის მოწოდება სისტემური ბანკის, მსხვილი საწარმოებისა და ქართული კომპანიების მასობრივი ბოიკოტისკენ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო გარემოს. მსგავსი ნაბიჯები კერძო ინტერესების სასარგებლოდ, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს არც ერთი ობიექტური არგუმენტი ამ კომპანიების კაპიტალის ან ლიკვიდობის პრობლემებთან მიმართებით, წარმოადგენს უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას.
ნათია ჯანაშიას მიერ მართულ კამპანიაში მკაფიოდ იკვეთება პოლიტიკური ნიშნებიც. სახელმწიფოს ძირითადი უწყებებისადმი უნდობლობის გამოცხადება, ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელები და ქვეყნის საგარეო კურსის თემით მანიპულირება აჩვენებს, რომ კერძო დავა გადატანილია ფსევდონაციონალისტურ და ჰიბრიდული ომის რიტორიკაში.
თუმცა, მიუხედავად აღწერილი აგრესიული მცდელობებისა, ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებული და მართული ეს ბრძოლა უნაყოფოა.
ქართული ბიზნესგარემო და საზოგადოება კარგად აცნობიერებს მსგავსი დესტრუქციული კამპანიების რეალურ მოტივებს და ბუნებრივია, არავინ ჰყვება მის დაუსაბუთებელ მოწოდებებს. ცხადია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, საერთაშორისო ინვესტორების ნდობა და ათასობით სამუშაო ადგილი ვერ გახდება ცალკეული პირების პერსონალური ამბიციების მძევალი.
ნათია ჯანაშიას მიერ ტოქსიკური მეთოდებით წარმოებული ეს კამპანია არათუ ვრ აღწევს და ვერც ვერასდროს მიაღწევს დასახულ მიზანს, არამედ იგი გამოიწვევს მისივე კარიერისა და რეპუტაციის საბოლოო ნგრევას.















