30 მილიონი 70 პროცენტის სანაცვლოდ - როგორ გაყიდა ნათია ჯანაშიამ სკოლა
- 59 minutes ago
- 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავაზე საუბრისას, ნათია ჯანაშიას მხარე ხშირად ცდილობს მოვლენები წარმოაჩინოს ისე, თითქოს ადგილი ჰქონდა ჩაგვრასა და დამფუძნებლის უფლებების შეზღუდვას. თუმცა, როდესაც საქმე ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტებსა და საბანკო ტრანზაქციებს ეხება, ემოციური რიტორიკის მიღმა სრულიად განსხვავებული, მშრალი ფინანსური რეალობა იკვეთება, სადაც ნათია ჯანაშიასთვის, როგორც ჩაგრული და მოტყუებული პარტნიორისთვის ადგილი, უბრალოდ აღარ რჩება.
მთავარი ფაქტი, რომელიც ამ დავის რეალურ არსს ააშკარავებს, ასეთია - 2019 წელს ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა საკუთარი ნებით გაყიდეს სკოლის საკონტროლო პაკეტი და 70%-იანი წილის სანაცვლოდ მიიღეს 30 მილიონი ლარი. დადასტურებული ფაქტია, რომ ეს თანხა მათ გარიგებისთანავე სრულად და ერთიანად მიიღეს.
აღნიშნული ტრანზაქცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება იყო საგანმანათლებლო სფეროში, რაც კი საერთოდ განხორციელებულა.
ინვესტორმა, „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ შეიძინა აკადემიის 70%-იანი წილი, ხოლო ჯანაშიას ოჯახის მფლობელობაში დარჩა მინორიტარული, 30%-იანი წილი. 30 მილიონი ლარი ჩაირიცხა არა კომპანიის საბიუჯეტო თუ საოპერაციო ანგარიშზე, არამედ უშუალოდ ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის პირად საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული თანხა იმ დროისთვის საგრძნობლად აჭარბებდა სკოლის 70%-იანი წილის რეალურ საბაზრო ღირებულებას.
იმის გასაგებად, თუ რატომ გადაწყვიტა ჯანაშიამ სკოლის გასხვისება, საკმარისია თვალი გადავავლოთ 2019 წლის ფინანსურ უწყისებს. ინვესტორის შესვლამდე „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ იმყოფებოდა რთულ ფინანსურ ვითარებაში, გააჩნდა სასესხო ვალდებულებები და კომპანია ოპერირებდა უარყოფითი კაპიტალით.
ინვესტორის შესვლის შემდეგ „აკადემიის“ კაპიტალი მკვეთრად გაუმჯობესდა. კომპანია განვითარების გზას დაადგა. დაგენერირდა მილიონობით ლარის წმინდა მოგება. გაიზარდა კომპანიის საბაზრო ღირებულება.
საკუთრივ ნათია ჯანაშია და მისი ქმარი კი მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ინვესტორის გადაწყვეტილებით, კომპანიის მმართველობაში დარჩნენ და ამაში მათ, ერთობლივად, წლიური 1 მილიონი ლარი დაენიშნათ ხელფასად. შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში მათ ხელფასად კოლოსალური თანხა - 5 მილიონი ლარი მიიღეს.
მენეჯმენტ კონტრატის ვადის გასვლის შემდეგ, 2024 წელს, ინვესტორის გადაწყვეტილებით, რომელიც ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის პერიოდში გამოვლენილ სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს უკავშირდებოდა, ნათია ჯანაშიას და მის ქმარს კონტრაქტი აღარ გაუგრძელდათ.
სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყეს ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა აკადემიის მართვის ბლოკირება და ცილისმწამებლური კამპანია ინვესტორის წინააღმდეგ.
საზოგადოებისთვის სიმართლე ნათელია, - როდესაც ადამიანი ყიდის კომპანიის 70%-ს, ამში იღებს 30 მილიონ ლარს, რაც პირად ანგარიშზე ესახება და შემდგომ, წლების შემდგომ, როდესაც მისდამი დამოკიდებულება მაჟორიტარ პარტნილრს უარყოფითად შეეცვლება, აცხადებს, რომ „აკადემია წაართვეს“. ეს სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ფაქტია - ნათია ჯანაშიასთვის „აკადემია“არავის წაურთმევია - მან ის, ქმართან ერთად, საკუთარი ნებით, იმ პერიოდისთვის საბაზროზე მაღალ ფასადაც კი გაყიდა.















