top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას თაღლითური სქემა - ვინ ეხმარებოდა მას ამ სქემის განხორციელებაში

  • 5 minutes ago
  • 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო განვითარებული მოვლენების სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანიიდან მილიონობით ლარის სავარაუდო გაფლანგვა, მართვის საბოტაჟი და კორპორაციული მიტაცების მცდელობა ერთი პირის ძალისხმევით ვერ განხორციელდებოდა.


საგამოძიებო მასალები, აუდიტორული დასკვნები და შიდა დოკუმენტაცია მიუთითებს, რომ ნათია ჯანაშია მოქმედებდა წინასწარ კარგად გააზრებული და აწყობილი სქემით, სადაც ჩართულნი იყვნენ როგორც შიდა ფინანსური რგოლები, ისე გარე იურიდიული და კიდევ სხვა და სხვა მიმართულების კონსულტანტები.


კომპანიის დირექტორობის პერიოდში არამიზნობრივი ტრანზაქციებისა და გაუგებარი გადარიცხვების განსახორციელებლად საჭირო იყო შიდა კონტროლის მექანიზმების გვერდის ავლა. აუდიტის მასალების მიხედვით იკვეთება, რომ კონკრეტული პირები, რომელთა კომპეტენციაშიც შედიოდა საფინანსო დისციპლინისთვის თვალის მიდევნება, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თვალს ხუჭავდნენ მთელ რიგ დარღვევებზე, რაც სქემის ავტორებს დოკუმენტების ფალსიფიცირების, გაბერილი ინვოისების გატარებისა და ფიქტიური მომსახურების გაფორმების საშუალებას აძლევდა.


შექმნილი იყო ისეთი გარემო, როცა მაჟორიტარი ინვესტორისთვის ფინანსური ინფორმაციის დამალვა ქმნიდა ბუნდოვანებას ბუღალტრულ უწყისებში.


მილიონობით ლარის გაფლანგვისა და კომპანიიდან თანხების გადინების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ყალბი და გაბერილი ხელშეკრულებები იყო.


ირკვევა, რომ „აკადემიიდან“ სოლიდური თანხები გადაირიცხა სხვადასხვა იურიდიულ და საკონსულტაციო სერვისით დაკავებულ სუბიექტებზე, რომელთაც რეალურად არანაირი მომსახურება არ გაუწევიათ „აკადემიისთვის“. ეს ტრანზაქციები ახლა შესწავლის პროცესშია და შესაძლოა კითხვები გაჩნდეს იმ კომპანიებთან და ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ნათია ჯანაშიასთან და მის ახლო გარემოცვასთან იყვნენ დაკავშირებულნი.


გარდა ამისა, მას შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჯანაშიამ 70%-იანი წილის სანაცვლოდ 30 მილიონი ლარი მიიღო და დაიწყო იურიდიული ომი ინვესტორის წინააღმდე, მას ამ პროცესში ეხმარებოდნენ იურისტები, რომლებიც ამუშავებდნენ კანონის გვერდის ავლის კონკრეტულ სქემებს. სწორედ ამ იურიდიული გუნდის დახმარებით ხდებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა, ხოლო სასამართლოში მთელი რიგი პროცესების გაჭიანურება.


ცხადია, იურისტთა კონსულტაციის შედეგი იყო ის სტრატეგია, რაც მომზადდა საჯარო რეესტრში აკადემიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით და მიზნად ისახავდა კომპანიის სამართლებრივ გაუქმებასა და ინვესტორის წილების გაბათილებას.


კორპორაციული შანტაჟის განუყოფელი ნაწილი იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობები. ამ მიმართულებით ნათია ჯანაშიას გვერდით იყვნენ პიარ-კონსულტანტები, რომლებიც გეგმავდნენ და მართავდნენ ცილისმწამებლურ კამპანიას, სადაც ნათია ჯანაშია წარმოჩენილი იყო ჩაგგრულ დამფუძნებლად, ხოლო ოფიციალური დოკუმენტები და მის მიერ პირად ანგარიშზე მიღებული 30 მილიონი ლარი მიზანმიმართულად იმალებოდა.


უნდა შევნიშნოთ, რომ კორპორაციული დანაშაული და მასში თანამონაწილეობა სამართლებრივად დასჯადი ქმედებებია, შესაბამისად, გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა მხარდამჭერსა და სქემის მონაწილეს მოუხდება საკუთარ ქმედებებზე პასუხისგება.

 
 

ახალი ამბები

bottom of page