როგორ ანგრევდა ნათია ჯანაშია ბრიტანულ-ქართულ აკადემიას
- 1 day ago
- 2 min read

ნათია ჯანაშია საკუთარი თავის წარმოჩენას გამუდმებით ცდილობს, როგორც „ბრიტანულ ქართულ აკადემიაზე“ მზრუნველ და მისი საუკეთესო ინტერესებისთვის თავის დამდებ ადამიანად. თუმცა, მის მიერ განხორციელებული ქმედებები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.
ფაქტია, რომ ნათია ჯანაშია, მას შემდეგ რაც „აკადემის“ წილი 30 მილიონ ლარად გაყიდა, მენეჯმენტში მუშაობის 5 წლიან პერიოდში აკადემიის აქტივების საკუთარ კონტროლქვეშ უკანონოდ მოქცევით იყო დაკავებული.
ფაქტია, რომ მისი მენეჯმენტის პერიოდზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რომელიც ეხება „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა-მიტაცებას. ზარალი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ფაქტია, რომ ნათია ჯანაშიამ ქმართან ერთად, პარტნიორებისგან მალულად დაიწყო სრულიად ახალი, პარალელური სკოლის შექმნა. მიზანი იყო ის, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მოსწავლეთა და პედაგოგთა ბაზა, რაზეც ნათია ჯანაშიას ხელი მიუწვდებოდა, ასევე აკადემიის რეპუტაცია და რესურსები უნდა გამოეყენებინა ახალი ბიზნესისთვის, ხოლო პარტნიორი და ინვესტორი უბრალოდ უნდა „გადაეგდო“.
ფაქტია, რომ ნათია ჯანაშიამ ერთი მხრივ ინვესტორს დასდო ბრალი, რომ მან ლისის მიმდებარე მიწები არასწორად მართა და აკადემიის განვითარებას შეუშალა ხელი, ხოლო მეორე მხრივ და რეალურად კი ნათია ჯანაშია და მისი ქმარი თავად ეცადნენ სკოლის მომიჯნავე სტრატეგიული მიწები მალულად, პირადი ინტერესებისთვის გამოსყიდვას.
მათ სურდათ ეს ტერიტორიები აკადემიის გვერდის ავლით, პირადად, საკუთარ სახელზე შეეძინათ. რათა შემდეგ ინვესტორი და თავად აკადემია მძევლის მდგომარეობაში ჰყოლოდათ.
ფაქტია, ნათია ჯანაშიამ „აკადემია“ ლიკვიდაციის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, როცა უარი თქვა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი ახალი წესდების მიღებაზე, რათა კომპანიას ხელახალი რეგისტრაციის ვადაში განხორციელების გზაზე შეფერხება არ შექმნოდა. მან ეს შეფერხება შექმნა და ამით გარკვეული პერიოდით, „აკადემიის“ მოქმედ მენეჯმენტს ოპერირების საშუალება შეუზღუდა.
ფაქტია, ნათია ჯანაშიას სასამართლოში უწევს თავის მართლება იმაზედ, რომ მისი დირექტორობის პერიოდში 2 მილიონ ლარამდე არის არამიზნობრივად დახარჯული. „აკადემიის“ კუთვნილი ეს სახსრები მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევებსა და პირად მოგზაურობებს მოხმარდა.
ფაქტია, მას სასამართლოში უწევს თავის მართლება იმაზეც, რომ ინვესტორის მიერ დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგაც, იგი იურიდიული მექანიზმების საშუალებით ცდილობდა მაქსიმალურად გაეწელა დირექტორობის პერიოდი და ამ 8-9 თვის განმავლობაში უკანონოდ აგრძელებდა საკუთარ თავსა და ქმარზე ხელფასებისა და დანამატების დარიცხვას. ამ რესურსის ჯამმა 666 666 ლარი შეადგინა.
ფაქტია, ზემოაღწერილი კონკრეტული, დადასტურებული ფაქტები, სხვა არაფერია, თუ არა იმის ილუსტრირება, რომ ნათია ჯანაშიასთვის, როცა ის თავისი ეკონომიკური, თუნდაც უკანონო, ინტერესისთვის იბრძვის, ამ გზაზე „აკადემიის“ ინტერესები არაფერს წარმოადგენს.















