ლონდონის სასამართლო - ნათია ჯანაშიას ყალბი აღზევების დასასრული

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე კორპორაციული დავის ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გადატანა ნათია ჯანაშიას მხრიდან არა სიმართლის ძიების, არამედ წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია. ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელი სცდება ჩვეულებრივი კომერციული კონფლიქტის ჩარჩოებს.
რეალურად, ეს არის კერძო ინტერესების გადაფარვისა და სრული ფინანსური კრახის პოლიტიკური დრამით ჩანაცვლების მცდელობა, რომლის მთავარი სამიზნეც არა რომელიმე ბიზნეს-სტრუქტურა, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელისუფლებაა.
სარჩელის სამოტივაციო ნაწილი მკაფიოდ ავლენს მოსარჩელის რეალურ განზრახვებს: ჯანაშია მიზანმიმართულად უპირისპირდება ქართულ მართლმსაჯულებას და ცდილობს, ყველაფერი პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანონ. სარჩელში ღიად არის დადანაშაულებული ქართული სასამართლო სისტემა კორუფციაში. მთელი ეს კამპანია აგებულია იმ აბსურდულ ნარატივზე, თითქოს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა შეუძლებელია, ხოლო დარტყმის მთავარ სამიზნედ ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდია ქცეული, რომლებსაც ბრიტანული მართლმსაჯულების წინაშე ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებასა და სასამართლოზე ზეწოლას აბრალებენ.
დღეს უკვე ცხადია, რომ ლონდონის სასამართლოში წამოწყებული ეს პროცესი ნათია ჯანაშიასთვის არა წარმატების, არამედ ყალბი აღზევებისა და დასრულებული პოლიტიკური ავანტიურის სიმბოლოა. როდესაც კერძო დავა მილიონობით ლარის გაფლანგვისა და ფინანსური მაქინაციების ფონზე პოლიტიკურ მანიფესტად გარდაიქმნება, მისი სამართლებრივი ფიასკო გარდაუვალია. ბრიტანული მართლმსაჯულების წინაშე ამგვარი აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდებების დამტკიცება შეუძლებელია, რის გამოც ნათია ჯანაშია საბოლოო სამართლებრივ და რეპუტაციული მარცხისთვისაა განწირული.















