top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ მძიმედ შემოუტრიალდება

  • 2 minutes ago
  • 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენები უკვე სცილდება ჩვეულებრივი კორპორაციული დავის ფარგლებს და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართულ, ღია საბოტაჟის სახეს იღებს.  


მინორიტარი აქციონერის ნათია ჯანაშიას ქმედებები, სრულმასშტაბიან, დესტრუქციულ კამპანიად გადაიქცა, რომლის მთავარი მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური დესტაბილიზაცია და ქვეყნის ინტერესების მძიმე დაზიანებაა.


ადგილობრივ დონეზე ჯანაშია და მისი ქმარი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი. მუდმივად პრეტენზიებს გამოთქვამენეროვნულ ბანკის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის მიმართ და მათ ნაწილს სარჩელითაც კი ემუქრებიან.


ხოლო ინგლისის სასამართლოში წარდგენილი ცოლ-ქმრის სარჩელი კიდევ უფრო მძიმე რიტორიკით გამოირჩეოდა. ლონდონის სასამართლოსთვის საქმის დაშვებადობის დასაბუთების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ხასიათდებოდა როგორც კორუმპირებული და ოლიგარქიული რეჟიმი, რომლის გეზიც რუსეთისკენ არის მიმართული და სადაც ეფექტიანი მართლმსაჯულება მიუწვდომელია.


თუმცა, ლონდონური სასამართლოს პირველივე მოსამზადებელმა სხდომამ ნათლად აჩვენა, რომ სამართლებრივი არგუმენტების სრული ვაკუუმია. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ინვესტორი კომპანიისა და მისი ხელმძღვანელების სავარაუდო ზეგავლენის თაობაზე, თუმცა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც დაქირავებულმა ექსპერტმა ბრიტანულ მართლმსაჯულებას უტყუარად უნდა დაემტკიცოს, რომ საქართველოს მთელი სასამართლო სისტემა კორუმპირებულია. ამ სარჩელით ჯანაშიამ და მისმა ქმარმა საქმეს ბიზნეს-ასპექტები ჩამოაშორეს და სარჩელის მიღება მთელი ქვეყნის სასამართლო სისტემის გახრწნილობის დამტკიცებას დაუკავშირეს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელ პირობას წარმოადგენს.

საერთაშორისო მედიაში დაფინანსებული ფეიკ-


კამპანიების კრახის შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების უწყვეტი ლანძღვა და კერძო დავის საზოგადოებრივ ნდობასა და ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე გადატანა უკიდურესად ამორალური ნაბიჯია. საზოგადოებისადმი მიმართული მოწოდებები ბოიკოტი გამოუცხადონ 5 მილიარდ ლარზე მეტი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის მშპ-ის 4%-ზე მეტს შეადგენენ და ათეულ ათასობით მოქალაქეს ასაქმებენ წამყვან საბანკო, სადაზღვევო, ენერგეტიკულ თუ საგანმანათლებლო სექტორებში, წარმოადგენს პირდაპირ დარტყმას ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.


როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები სრულად იწურება, იწყება სასოწარკვეთა, სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმა და შანტაჟზე დამყარებული ქმედებები. კანონგარეშე მეთოდებით, ინსტიტუტების დისკრედიტაციითა და ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟით სახელმწიფოსთან და კანონიერ ბიზნესებთან ომი ყოველთვის მარცხით სრულდება, ხოლო ეს მცდელობები საბოლოოდ სწორედ იმ ავტორებს შემოუტრიალდებათ მძიმედ, ვინც საკუთარი მერკანტილური ინტერესების გამო ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page