top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშია ქართული ბიზნესის წინააღმდეგ

  • Aug 4
  • 1 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო დაწყებული კერძო კორპორაციული დავა უკვე ორ წელზე მეტია, გასცდა ჩვეულებრივი სამართლებრივი დავის ჩარჩოს და საჯარო სივრცეში ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის მიერ წარმოებულ ფართომასშტაბიან, დესტრუქციულ კამპანიად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ორი ბიზნესსუბიექტს შორის დავით დაიწყო, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო მეტად ცხადყოფს, რომ ნათია ჯანაშიას მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაა ყველაფრის ფასად, თუნდაც ზიანი მიადგეს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ინტერესებს.


ყოვლისმომცველი შეტევა ბიზნესსექტორზე

ბოლო თვეების განმავლობაში ნათია ჯანაშიას მიერ საჯარო სივრცეში გახმაურებული მოწოდებები და ბოიკოტის კამპანიები არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციებით. რეალურად, ჯანაშია უტევს იმ ბიზნესსექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ხერხემალს წარმოადგენს. იგი ავრცელებს ბოიკოტის მოწოდებებს ისეთი მსხვილი კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 5 მილიარდ ლარს აჭარბებს და ქვეყნის მშპ-ის 4%-ზე მეტს შეადგენს, სადაც დასაქმებულია ათიათასობით ადამიანი და რეალურად ეს კამპანია ქვეყნის წამყვან ინდუსტრიებს აზარალებს.


აღნიშნული მასშტაბური ბიზნესპროფილები მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს:

საბანკო და საფინანსო სისტემა: ქვეყნის სისტემური სტაბილურობის მთავარი გარანტი, რომლის წინააღმდეგ მიმართული დაუსაბუთებელი ბოიკოტი ფინანსურ უსაფრთხოებას უქმნის რისკებს.

სამედიცინო და სადაზღვევო სექტორი: სფეროები, რომლებიც ყოველდღიურად ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვას ემსახურება.


ენერგეტიკა და განათლება: კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მომავალი თაობების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები.


როდესაც პირადი კორპორაციული დავის მოსაგვარებლად სამიზნეში იღებ ისეთ სექტორებს, სადაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, ცხადი ხდება, რომ ეკონომიკური ინტერესები და ქვეყნის ფინანსური უსაფრთხოება მეორეხარისხოვანია ნებისმიერი პერსონალური ამბიციის ფონზე.


რეალურად, ნათია ჯანაშიას ბოიკოტირებისკენ მოწოდებები და უაპელაციო განცხადებები სრულიად უნაყოფოა. ქართული ბიზნესგარემო და საზოგადოება კარგად აცნობიერებს მსგავსი დესტრუქციული კამპანიების რეალურ მოტივებს. ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, საერთაშორისო ინვესტორების ნდობა და ათასობით სამუშაო ადგილი ვერ გახდება ცალკეული პირების პერსონალური ინტერესებისა და დაუსაბუთებელი ამბიციების მძევალი.

 
 

ახალი ამბები

bottom of page