top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას მაგნოლიას გრანდიოზული სასახლე პრეზიდენტის სასახლეზე დიდია

3 minutes ago
1 min read

უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ნათია ჯანაშიას მაგნოლიას უპეცენდენტოდ დიდი სასახლე, რომელიც 3 820 კვადრატული მეტრია, თბილისის ვილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მდიდრულია.


3 820 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი, - ეს ის მასშტაბია, რომელიც თავისთავად იწვევს გაოგნებას, მაგრამ როცა მას ქვეყანაში არსებულ სხვა ისტორიულ, საცხოვრებელ თუ საპრეზენტაციო და სარეკრეაციო სივრცეებს ადარებ, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, მისი გრანდიოზულობა.


მაგალითად, მაგნოლიას სასახლე, თავისი ფართით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესაც, ავლაბარში მდებარე ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარ შენობასაც აჭარბებს, რომელიც 3000 კვ მეტრს ითვლის. ნათია ჯანაშიას სასახლე კი, მოგეხსენებათ, 3 820 კვადრატული მეტრია.

ის სიდიდით, გრანდიოზულობითა და მასშტაბურობით ისეთ ისტორიულ სასახლეებსაც აღემატება, როგორებიცაა, ერეკლე II-ის ცნობილი თელავის სასახლე, ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, გეგუთის ციხე-სასახლე, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე და თვით დადიანების საყოველთაოდ ცნობილი სასახლეც კი.


უფრო ზუსტად, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას 3 820 კვადრატულიანი სასახლე დადიანების სასახლეზე 145 კვადრატული მეტრით დიდია. დადიანების სასახლის ფართი 3 675 კვადრატული მეტრია.


მაგნოლიას დიდი სასახლე ბევრად აღემატება ისტორიულ ფიგურათა, მეფეთა და თავადთა სხვა სამყოფელებსაც.


მაგალითად, ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლეც ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლის ფონზე - სულ რაღაც 700 კვადრატული მეტრია.


თითქმის ორჯერ დიდია ნათია ჯანაშიას მაგნოლიას ვილა გეგუთის ციხე-სასახლესთან  შედარებით, რომელიც 2000 კვ.მეტრს მოიცავს.


ნათია ჯანაშიას ვილამ თითქმის 6-ჯერ აჯობა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლეს, რომელიც სულ რაღაც 650 კვადრატული მეტრია.


მარტივ არითმეტიკას რომ მივყვეთ, მივიღებთ, რომ ნათია ჯანაშიას მაგნოლიას სასახლე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთად აღებული ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე და ერეკლე II-ის თელავის სასახლე.


ცნობისთვის, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე ლისზე, ზუსტად იმ პერიოდში აიგო (2020-2024), რა პერიოდში არსებულ 4 მილიონი აშშ დოლარის მიტაცება/გაფლანგვაზეც ედავება მას ყოფილი პარტნიორი „ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან“.


ამ საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.

 


 
 

ახალი ამბები

bottom of page