ნათია ჯანაშიას განაჩენი - რატომ აქცია მას ზურგი საზოგადოებამ
- 34 minutes ago
- 3 min read

ბიზნესში, მით უფრო საგანმანათლებლო ბიზნესში, ავტორიტეტისა და ნდობის მოპოვებას წლები სჭირდება, მისი დაკარგვა კი ხშირად ერთ ერთპიროვნულ, არასწორად გათვლილ ნაბიჯს დაგაუმართლებელ ამბიციას მოჰყვება.
ნათია ჯანაშიას ისტორია ამის ნათელი დადასტურებაა.
სადღეისოდ, ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებული პედაგოგისა და მენეჯერის იმიჯს იმკვიდრებდა, გულშემატკივრად მხოლოდ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ნათესაური ურთიერთობით მასთან დაკავშირებული ადამიანიღა შემორჩა. არავინ საქმიანი და ბიზნეს-წრეებიდან, არავინ საზოგადოებიდან.
რეალურად, იგი საზოგადოებრივი ნდობის მიღმა აღმოჩნდა.
არადა, ჩვენი საზოგადოება ემპათიურია ჩაგრულების მიმართ. ნათია ჯანაშია სწორედ ასეთად ცდილობდა, თავი წარმოეჩინა.
არ გამოუვიდა, რადგან არც დაჩაგრულია და არც გულწრფელი - პირიქით, მჩაგვრელი და მტაცებელია, მოძალადეა!
ნათია ჯანაშიასადმი დამოკიდებულება ძალიან სწრაფად იქცა გულგრილობად. ეს მაშნ ხდება, როგორც კი საზოგადოება ხედავს, რომ სუბიექტი რეალურად ცდილობს ჩაგრულის მანტიის მოსხმას.
საზოგადოების ინტუიტიური აღქმა მუდამ უტყუარია. და თუ ინტუიციას ფაქტებიც უმაგრებს ზურგს, მაშინ ხომ მისი შეცდომაში შეყვანა და მით უფრო, იქ მისი დიდხანს დატოვება, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ფაქტები კი ამბობს შემდეგს:
სრულიად გაქარწყლდა მითი, რომ ნათია ჯანაშიას და მის ქმარს “აკადემია” წაართვეს. კითხვა არ არსებობს - დადასტურებული ფაქტია, რომ გარიგების დადებისთანავე, აკადემიის 70%-იანი წილის შეთანხმებული ღირებულება, 29,3 მილიონი ლარი, ინვესტორმა ცოლ-ქმარს პირად საბანკო ანგარიშებზე სრულად ჩაურიცხა.
გაქარწყლდა მეორე მითიც, რომ თითქოს ეს თანხა - 29,3 მილიონი ლარი, არ შეესაბამებოდა წილის საბაზრო ღირებულებას და რომ ინვესტორმა ნათია ჯანაშია და მისი ქმარი მოატყუა და წილში იაფი გადაუხადა. - შეუვალი ფაქტი დაიდო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნის სახით, რომელიც ამბობს, რომ რომ 2019 წელს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ “აკადემიის” 70%-იან წილში გადახდილი 29.3 მილიონი ლარი არა თუ ნაკლები, არამედ 500 000 ლარით მეტიც კი იყო იმ დროისთვის არსებულ რეალურ საბაზრო ღირებულებაზე.
ხელფასები - ეს ის თემაა, რომელზეც საზოგადოება გაოგნებას ვერ მალავს - მილიონი ლარი წლიური ხელფასი სკოლის დირექტორობაში 5 წლის განმავლობაში. სულ 5 მილიონი ლარი ხელფასის სახით. ეს იყო ინვესტორის გადაწყვეტილება. ამ კოლოსალურ ხელფასს უხდიდა ის ნათია ჯანაშიას და მის ქმარს და თითქოს ეს დამატებითი მამოტივირებელი უნდა ყოფილიყო, რომ ისინი საქმეს პატიოსნად გაუძღვებოდნენ.
რეალურად კი მოხდა ის, რომ მათ “მენეჯერულ სინდისზეა” პარტნიორის მოტყუება , სხვა რა უნდა დაერქვას იმ ფაქტს, როცა დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანია ადგენს, რომ ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში, მხოლოდ ლისის კამპუსების გაწელილი მშენებლობის პროცესში (რომელსაც ნათია ჯანაშიას ქმარი კურირებდა) 4 მილიონი ამერიკული დოლარია დატაცებული და გაფლანგული.
კიდევ სხვა ამბავია 2 მილიონ ლარამდე გაფლანგული და არამიზნობრივად დახარჯული რესურსი, რაც ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა “აკადემიის” ხარჯზე საკუთარი მშობლების ჯანმრთელობის დაზღვევას, საკუთარ და ოჯახის წევრთა არამიზნობრივ მოგზაურობებს, შვილების და ნათესავების სწავლის ქირისგან გათავისუფლებას და კიდევ სხვა “წვრილმანებს” მოახმარეს…
საქმის ღალატის კიდევ სხვა საფეხურია ის ფაქტი, რაც ასევე აუდიტმა გამოავლინა, რომ “აკადემიის” კაფეტერია გაბერილი ფასებით მარაგდებოდა, ხოლო მომმარაგებელი კომპანია ნათია ჯანაშიას ქმრის თანამესაკნე მეგობრის (დავით ცეცხლაძე წარსულში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2011 წელს, ნასამართლევი იყო ქრთამის მიცემის ფაქტზე) საკუთრება იყო და აკადემიის კაფეტერიის მომარაგება მის ერთადერთ ბიზნესსაქმიანობას წარმოადგენდა…
ეს რაც კონკრეტულ ფინანსურ გაფლაგვასა და მიტაცებებს ეხება, რაზეც გამოძიებაც მიმდინარეობს და რამდენიმე სასმართლო პროცესიც.
რაც შეეხება კიდევ ერთ, საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელ და ნათია ჯანაშიასადმი ანტაგონისტურად განმაწყობებელ ფაქტს, ესაა მისი ორმაგი სტანდარტი ქართულ და საერთაშორისო არენაზე გაშლილ სამართლებრივ დავაში. საბოლოოდ, ეს ფაქტორი გახდა კიდეც საზოგადოების მხრიდან მისდამი ზურგის შექცევის მთავარი კატალიზატორი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როცა ნათია ჯანაშიამ სარჩელი შეიტანა ინგლისისა და უელსის სასამართლოში, წარდგენილ დოკუმენტაციაში საქართველოს ხელისუფლება როგორც„კორუმპირებული და ოლიგარქიული რეჟიმი“ მოიხსენია, ხოლო ქართული მართლმსაჯულება არადამოუკიდებელ ინსტიტუციად დაახასიათა. საკუთრივ ბიძინა ივანიშვილიც არ “დაინდო” და მას უწოდა ოლიგარქი, რომელმაც ევროპის გზიდან რუსეთისკენ გადაუხვია.
ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივ დონეზე სულ სხვა, ლოიალურ პოზიციონირებას ირჩევდა. მიმართვდა ბიძინა ივანიშვილს და “ოცნების” მთავრობას და თავს წარმოაჩენდა, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩაგრულ ოჯახად.
რეალურად კი, ამ ორმაგმა თამაშმა მისდამი საზოგადოების ნდობა პრაქტიკულად, გაანულა.
და ბოლოს. სულ ახლახანს ნათია ჯანაშიამ გაამძაფრა ინვესტორთან დაკავშირებული ათობით კომპანიისა და საქართველოს ეკონომიკის საბოტაჟისკენ საზოგადოების მოწოდება.
საუბარია მთელ რიგ სექტორებზე - საბანკო-საფინანსო, ჯანდაცვისა და ფარმაციის, განათლებისა და ენერგეტიკის და ა.შ.. საუბარია, ჯამში 5 მილიარდი ლარის აქტივების მქონე კომპანიებზე - ეს ქვეყნის მშპ-ს 4%-ზე მეტია.
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ როცა საკუთარი კორპორაციული ინტერესების გამო ათასობით დამსაქმებელი ადამიანის სექტორებზე მიგაქვს უსაფუძვლო იერიში, და საკუთარ „გამარჯვებას“ სწორედ ამ სფეროების ჩამოშლაში ხედავ, იქ საზოგადოების თანადგომას არც უნდა ელოდე.
ასეც მოხდა: ნათია ჯანაშიასთვის საზოგადოებრივი განაჩენი დამდგარია - საზოგადოებამ მას ზურგი აქცია!















