top of page
Untitled-1.webp

რატომ ითხოვს ფინანსურ უფსკრულში მყოფი ნათია ჯანაშია „საქართველოს ბანკის“ ბოიკოტს

  • Jul 29
  • 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილმა დირექტორმა, ნათია ჯანაშიამ, საკუთარი ჯიბისპლატფორმების მეშვეობით, ახალი კამპანია წამოიწყო - ის საზოგადოებას საქართველოს სისტემაშემქმნელი საფინანსო ინსტიტუტის, „საქართველოს ბანკის“ ბოიკოტირების კენმოუწოდებს.


ეს ნაბიჯი ბიზნეს-წრეებში და ანალიტიკოსებში უკვეშეფასდა, როგორც პირდაპირი საბოტაჟი ქართული ეკონომიკისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, ამ აგრესიული პოპულიზმის მიღმა იმალება სრულიად კონკრეტული პირადი მიზეზები.


როგორც ცნობილია, ყალბ ლობისტებსა და პაკისტანელი ბოტების ლაიქებში გადახდილი ათიათასობით დოლარის გამო, ჯანაშიას ქეშის სერიოზული დეფიციტი აქვს. ნაღდი ფულის შესავსებად მას სესხი სჭირდებოდა, თუმცა ბანკები, რომლებიც რისკებს ზედმიწევნით ზუსტად აფასებენ, მას კრედიტს სავარაუდოდ, არ აძლევენ. ვინ მიცემს ფულს იმ საეჭვო პირს, ვისაც მთელი ქონება დაყადაღებული აქვს?


ბოიკოტი არის ერთგვარი პირადი შურისძიება საფინანსო სექტორზე იმის გამო, რომ ბანკებმა მისიფუჭი ამბიციები რეალობად არ აქციეს.


ასევე, ვინაიდან „საქართველოს ბანკი“ მსხვილი, ლონდონში დალისტული კომპანიაა, ჯანაშია ფიქრობს, რომ საფინანსო გიგანტზე თავდასხმით საერთაშორისო აქციონერებს შეაშინებს. რაც კლასიკური რეიდერული შანტაჟია.


ეკონომიკური საბოტაჟი და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელწერა


ბიზნეს-ანალიტიკოსებისა და უსაფრთხოების ექსპერტების ყურადღებას იპყრობს თავად ბრძოლის მეთოდი. სისტემაშემქმნელ ბანკზე თავდასხმა, საფინანსო სექტორის რყევის მცდელობა და მოსახლეობაში პანიკის დათესვა (დეპოზიტების გამოტანის ან ანგარიშების დახურვის მოწოდებებით) არის ჰიბრიდული ომის კლასიკური ინსტრუმენტი.


ასეთ ტაქტიკას, როგორც წესი, იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მტრულად განწყობილი ძალები, რომელთა მიზანია პარალიზება გაუკეთონ ქვეყნის წამყვან ეკონომიკურ დარგს, გამოიწვიონ სისტემის რყევა და დაანგრიონ ქვეყნის საინვესტიციო გარემო.

ნათია ჯანაშია და მისი ქმარი ზუსტად ამ დესტრუქციულ ნარატივში ჩაეწერნენ. პირადი დავის გამო ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის სასწორზე დადება ადასტურებს, რომ ცოლ-ქმრისთვის „წითელი ხაზები“ აღარ არსებობს. მათთვის მთავარი პირადი სარგებლის მიღებაა - ამისთვის, არც ქვეყნის მიმართ უკიდურესად მტრულ ნაბიჯებზე იტყვიან უარს.


თუმცა, საფინანსო ინსტიტუტების ბოიკოტირების მცდელობით, ჯანაშია სამარცხვინოდ ასრულებს კარიერას და საბოლოოდ ანადგურებს საკუთარი რეპუტაციის დარჩენილ ნაგლეჯებსაც კი. არც ერთი სერიოზული კომპანია, ბანკი თუ პიროვნება, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, ტოქსიკურ ცოლ-ქმართან საქმეს აღარ დაიჭერს.


„საქართველოს ბანკის“ ბოიკოტის მცდელობა ნათია ჯანაშიას მხრიდან არის არა ძალის, არამედ უკიდურესი სისუსტისა და სასოწარკვეთის დემონსტრირება. ამასთან, როდესაც ადვოკატების ფული აღარ აქვს, ქონება დაყადაღებულია და დაპატიმრებულია, ყალბი ლობისტებიც ტოვებენ.


ერთადერთი რაც ცოლ-ქმარს დარჩენია, ანონიმურ საიტებზე აბსურდული საბოტაჟის დაორგანიზებაა - ეს კი არცთუ კარგად გამოსდით ხოლმე მართულ და საეჭვოდ გამდიდრებულ ნუვორიშებს.

 

 
 

ახალი ამბები

bottom of page