top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას ფუფუნების სათამაშოები - პორშეს, მერსედესისა და იახტის ისტორია

  • Jul 17
  • 1 min read

ის პატარ-პატარა (30 მილიონიან რეიდერობის მცდელობასთან შედარებით) ტყუილები და მაქინაციები, რასაც წლების განმავლობაში ნათია ჯანაშია და მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე კადრულობდნენ, კიდევ დამატებითი თვალსაჩინეობაა ამ წყვილის რეალური ზრახვების გამოსააშკარავებლად.


ერთ-ერთი ასეთი მაქინაციაა ე.წ. „პორშეს ეპიზოდი“, ანუ როცა ნათია ჯანაშიას დირექტორის პოზიციიდან გადაყენების შემდეგ, მისმა ქმარმა თავისი მდიდრული პორშე, მერსედესი და იახტა სკოლის პარკინგზე დატოვა. მანქანა თვეების განმავლობაში იდგა იქ, როგორც „წართმეული“ ბიზნესის ერთგვარი ძეგლი. როგორც ჩანს, წყვილმა იფიქრა, რომ როცა რეიდერულ შეტევას გეგმავ, მოსახერხებელია, თუ შენს სპორტულ მანქანას უფასო დაცულ პარკინგზე შეინახავ და თუ ამით მის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ვალდებულებასაც ყოფილ პარტნიორებს აჰკიდებ. თან, თუ და როცა საჭიროდ ჩათვლი, ამ ძვირიან მანქანას „მძევლადაც“ გამოაცხადებ...


თუმცა, ეს მართლაც უწყინარ მაქინაციად ჩანს „ლისის კამპუსების“ ეპიზოდთან შედარებით. ნათია ჯანაშია ყველა შესაძლო შემთხვევაში ამტკიცებს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ლისის ახალი კამპუსის დროულად ასაშენებლად და რომ დღე და ღამე ზრუნავდნენ იმაზე, რომ ბავშვებს ლისის ტბაზე ახალი, ულტრათანამედროვე კამპუსი ჰქონოდათ, მაგრამ „პარტნიორებმა პროცესი შეაფერხეს“.


სიმართლე კი სულ სხვაგვარია. როგორც მენეჯმენტზე პასუხისმგებელმა პირებმა, ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა პროექტი სრულ კოლაფსამდე მიიყვანეს. კამპუსის გახსნის თარიღი ზედიზედ 4-ჯერ გადასწიეს და 2022 წლისთვის დაგეგმილი პროექტი 2026 წელს რის ვაი-ვაგლახით გაიხსნა!


ამ ფასადური ზრუნვის მიღმა იმალება უმძიმესი ფინანსური მავნებლობა — მშენებლობის ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარით გადაიხარჯა. ფული დაიხარჯა, კამპუსი კი ძლივს აშენდა. სწორედ ამ ამბავზეა დაწყებული გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და სწორედ ეს ამბავი აღელვებს ყველაზე მეტად ცოლ-ქმარს... დიდი ალბათობით, საბოლოო ჯამში, დიდი ოთხეულის წარმომადგენელი აუდიტორული კომპანიის მიერ გამოვლენილი ამ გაფლანგვის ანაზღაურება მათ კანონის ძალით მოუწევთ, არაფერი რომ არ ვთქვათ მძიმე სამართლებრივ შედეგებზე.


ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ცოლ-ქმარი გავეშებითაა დაკავებული პარტნიორების მიმართ ცილისმწამებლური კამპანიით — იქნებ ამით რეპუტაციული რისკის წინაშე დააყენონ, საგამოძიებო სამსახურში აღძრულ მოთხოვნაზე ხელი ააღებინონ და ნაძარცვი ფულები არ მიატანინონ.

 
 

ახალი ამბები

bottom of page