top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშია ქორვაჭარია

  • 18 hours ago
  • 3 min read

თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ერთი კითხვა ბუნებრივად ჩნდება: რეალურად რას იცავს ნათია ჯანაშია - სკოლას თუ საკუთარ ფინანსურ ინტერესს?


მოდი ისტორიას გადავხედოთ, რათა საბოლოო დასკვნამდე ობიექტურად მივიდეთ. როდესაც ნათია ჯანაშია, აკადემიის მინორიტარი აქციონერი (30% წილი) თავს სკოლის გადარჩენისთვის მებრძოლად ადამიანად წარმოაჩენს, ფაქტები სულ სხვა სურათს გვიჩვენებს და ამ ფაქტებიდან იკვეთება ისტორია, რომელიც უფრო გამოცდილი ქორვაჭარის ისტორიას ჰგავს, რომლის ბიზნესფილოსოფიაც ასე ჟღერს - ფული, კიდევ ფული, მეტი ფული. ფაქტია, რომ ის არ არის საგანმანათლებლო მისიის მატარებელი ადამიანი.


საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ 2019 წელს ნათია ჯანაშიამ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი წილი 30 მილიონ ლარად გაყიდა. ეს საქართველოს კერძო საგანმანათლებლო სექტორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მოგებიანი გარიგება იყო. მოგვიანებით ექსპერტიზის შეფასებითაც დადასტურდა, რომ მყიდველის მიერ გადახდილი თანხა საბაზრო ღირებულებასაც კი აღემატებოდა.


მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორობის კონტრაქტით განსაზღვრული ვადა ამოიწურა და ის მაჟორიტარი აქციონერის მხრიდან აღარ გაგრძელდა, ნათია ჯანაშიამ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს სკოლა არ გაყიდულა, არ უნდა გაყიდულიყო და თითქოს გარიგება უსამართლო იყო.


აქ ყველაზე საინტერესო სწორედ ეს წინააღმდეგობაა. თუ სკოლა არ გაყიდულა, მაშინ რაში აიღო 30 მილიონი ლარი? თუ ინვესტორი მხოლოდ დროებითი პარტნიორი იყო, რატომ ჩაირიცხა თანხა ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის ანგარიშზე და არა აკადემიის? - კითხვები მარტივია. მათზე პასუხები - კიდევ უფრო მარტივი - ნათია ჯანაშია და მისი ქმარი ცდილობენ მყიდველს ბანდიტურად წაართვან და კრიმინალური მეთოდებით ცდილობენ წაგლიჯონ უკვე ნაყიდი

რეალობა მარტივია - გარიგება შედგა, თანხა გადაიხადეს, წილი გასხვისდა, 5 წლის განმავლობაში ნათია ჯანაშია, ქმართნ ერთად, კვლავ ერთპიროვნულად მართავდა აკადემიის სასწავლო პროცესსაც და ფინანსებსაც და ამ პროცესებიდან მათი განრიდების შემდეგ - კონტრაქტის სრულად ამოწურვის შემდეგ - დაიწყო მცდელობა, უკვე გაყიდული აქტივის ირგვლივ ახალი დავის აგებისა და ინვესტორისთვის აკადემიის წაგლეჯვის.


სწორედ ამიტომ, სულ უფრო რთული ხდება იმის დაჯერება, რომ ამ პროცესის ცენტრში, ნათია ჯანაშიასთვის, სკოლის ინტერესებია. უფრო მეტად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომლისთვისაც მთავარი ყოველთვის გარიგებაა, ხოლო გარიგების მთავარი მიზანი - მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. მიდგომა კი უნიკალური რჩება: რაც შეიძლება ძვირად გაყიდო და შემდეგ ეცადო, კიდევ მეტი მიიღო, შემდეგ შეთხზა რაღაც უცნაური ისტორიები, სენტიმენტალური ზღაპრები, აზიარო ფოტო და ვიდეო გალერეები და ბინძური მეთოდებით ეცადო ინვესტორის გადაგდება.


სწორედ ამ ლოგიკას ემთხვევა ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებიც, როცა ორი წლის განმავლობაში საზოგადოება მუდმივად ისმენდა ბრალდებებს, ყალბ ემოციურ განცხადებებს, სენტიმენტალურად შეთხზულ ზღაპრებს, სკანდალურ ინტერვიუებსა და კონფლიქტურ ნარატივებს, მაგრამ ვერ ხედავდა მთავარ შედეგს - რეალურ გამოსავალს სკოლისთვის.

სამაგიეროდ, ხედავდა ცილისწამების კასკადს, რეპუტაციული ზიანის მიყენების აღვირახსნილ კამპანიას, ხედავდა ფინანსურ მოთხოვნებს და ხედავდა მცდელობას, რომ ამ ყველაფრის ფონზე, უკვე გაყიდული ბიზნესის გარშემო ახალი ფინანსური და მმართველობითი პირობები შექმნილიყო.

მანამდე კი, დადასტურებული ფაქტია, რომ თავად ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე ხუთი წლის განმავლობაში, აკადემიის მენეჯმენტში მუშაობისთვის, ინვესტორის გადაწყვეტილებით, ქართული რეალობისთვის წარმოუდგენლად მაღალ ანაზღაურებას - წლიურად მილიონ ლარს იღებდნენ. ჯამურად ეს 5 მილიონ ლარს შეადგენს.


რა თქმა უნდა, სიმდიდრე, თავისთავად, არც დანაშაულია და არც პრობლემა.სულ პირიქით. მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ცდილობენ დაგაჯერონ, რომ მრავალმილიონიანი გარიგების შემდეგ დაწყებული კონფლიქტი მხოლოდ იდეალების, ღირებულებებისა და სკოლის სიყვარულის გამო მიმდინარეობს.


სულ უფრო რთული ხდება იმის დაჯერება, რომ ამ დავის მთავარი მიზანი, ნათია ჯანაშიასთვის, აკადემიის საგანმანათლებლო მისიის დაცვაა. უფრო რეალისტური ჩანს სხვა ვერსია - რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც საკუთარი ცხოვრებისა და საქმიანობის ფილოსოფიად ფული აქცია.


ყველაფერი სხვა ამ მიზანს და მისიას ემსახურება - ყველა ადამიანი, მოვლენა და ინსტიტუცია - ყველა ერთად და ცალკ-ცალკე.

დაჭირდება? - ქართველია! აღარ ჭირდება? - ამერიკელია და პასპორტებიც აქვს შეგროვებული ბლომად. საელჩოსთან აიტუზება მორიგი საჩივრით, ზეგ - ბრიტანელია და მთელ ქვეყანას ამოსვრის ლაფში ლონდონის სასამართლოში, მაზეგ - რომელიმე სექტის წარმომადგენლად გამოაცხადებს თავს, და რელიგიური უმცირესობის კვოტით დაჩაგრული ვარო, იტყვის, როცა გუშინწინ - მორწმუნე იყო და მართლმადიდებლობით ამაყობდა.

ჰოდა, ფული ამოძრავებს მას და ფულის სიყვარული - ასე ჩანს ყველა მის სიტყვაში, გამოსვლასა და ნათქვამში.


ფული იყო მაშინ, როდესაც სკოლის 70% გაყიდა.

ფული იყო მაშინ, როდესაც შემდგომ წლებში ახალ უთანასწორო პირობებზე შანტაჟით ცდილობდა ინვესტორის დაყოლიებას.

ფულია დღესაც, როდესაც დავობს იმაზე, რაც სხვისია და უკვე დიდ ფულად აქვს გაყიდული და დიდი ფული აქვს აღებული!

და სწორედ აქ ჩნდება ეგზისტენციური კითხვა: თუ არჩევანი აკადემიის სტაბილურობასა და მისი საგანმანათლებლო მისიის უპირატესობასა და პირად ფინანსურ ინტერესს შორის უნდა გაკეთდეს, რომელს აირჩევს ადამიანი, რომლის მრავალწლიანი ისტორიაც ქორვაჭრის კლასიკური ცხოვრებაა და ერთი ფრაზით შეიძლება აღიწეროს - მეტი ფული, უფრო მეტი ფული, კიდევ უფრო მეტი ფული.

 
 

ახალი ამბები

bottom of page