ნათია ჯანაშია კრიმინალური სქემებით ოპერირებს - როგორ გასცდა აკადემიის გარშემო დავა სამართლებრივ ჩარჩოებს
- Jul 10
- 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო არსებული დავა უკვე სცილდება ჩვეულებრივი ბიზნეს-კონფლიქტის ფარგლებს. როდესაც სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტები იწურება, კულუარული და კანონგარეშე მეთოდების გამოყენება ხდება ერთადერთი გზა იმ ილუზიის შესანარჩუნებლად, თითქოს არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე ბიზნესდავის მოგება შესაძლებელია..
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის ქმედებები აჩვენებს, რომ ცივილიზებული წესები მათ ინტერესებში არ შედის. როდესაც კორპორაციულ დავაში სიმართლე შენს მხარეს არ არის, ერთადერთ იარაღად კრიმინალური სქემები და რადიკალურად ექსტრემისტული მეთოდები რჩება.
გაფლანგული მილიონები და ბიზნესის „მოპარვის“ ფარული მცდელობა
ნებისმიერი კრიმინალური სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ფინანსური მაქინაციებია. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სკოლის ბიუჯეტიდან ნათია ჯანაშიას დირექტორობის დროს გაფლანგული და მიტაცებული 4 მილიონი დოლარის აღმოჩენა, სწორედ ამ მაქინაციების მხილების დასაწყისი აღმოჩნდა.
ყველაზე თვალსაჩინო რეიდერული სქემა მაშინ გაიშიფრა, როდესაც ნათია ჯანაშიამ ინვესტორს 30 მილიონად მიყიდა ბიზნესის 70%, აიღო ფული და შემდეგ უკვე გაყიდული ქონების ხელახლა წართმევა სცადა.
საერთაშორისო ფეიკები და ეკონომიკური საბოტაჟი
როდესაც ქართულ მედიაში ნათია ჯანაშიას რეიდერული ბუნება გამოაშკარავდა, თაღლითური სქემის გამოყენება საერთაშორისო მედიაში სცადეს. ფეიკ-ნიუსების დაფინანსებული კამპანია დიდხანს ვერ გაგრძელდა. ბრიტანულმა გამოცემამ სიყალბის გამო შეკვეთილი სტატია წაშალა და ქართველი ფეიკ-კონტრიბუტორი დაბლოკა.
საერთაშორისო კრახის შემდეგ, ჯანაშიამ პირდაპირ ქვეყნის ეკონომიკურ საბოტაჟს მიმართა. მისი ღია მოწოდებები ქართული ბანკებისა და ბიზნესების ბოიკოტირების შესახებ არის მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე. პირადი დავისა და ამ დავაში მოსალოდნელი წაგების გამო, ქვეყნის პარალიზების მცდელობა მძიმე შედეგით დასრულდება.
ეპილოგი: კოლაფსი გარდაუვალია
ნათია ჯანაშიას კრიმინალური და რადიკალური სქემები მიწაზე დაენარცხა. ყალბ ლობისტებში, ანონიმურ ტროლებსა და ლაიქების გაბევრების სურვილით პაკისტანელი მომწონებლების ყიდვაში ასიაათასობით გადაყრილი დოლარის გამო, წყვილს ნაღდი ფულის სრული დეფიციტი შეექმნა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი საკუთარ ადვოკატებსაც კი ვეღარ უხდიან ჰონორარებს.
კანონგარეშე მეთოდებითა და შანტაჟით სახელმწიფოსთან და კანონიერ ბიზნესებთან ომი ყოველთვის კრახით სრულდება. ნათია ჯანაშია და მისი ქმარი სრულ ფინანსურ და რეპუტაციულ უფსკრულში მიექანებიან, სადაც მათი საბოლოო შედეგი წაშლილი ფეიკ-სტატიები, დაყადაღებული ქონება და სრული საზოგადოებრივი დისკრედიტაციაა.















