60 მილიონის შოვნის ისტორია და ნათია ჯანაშიას მსხვერპლის ცრუ როლი
- 12 minutes ago
- 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო განვითარებული მოვლენები და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას ქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება წარმატებული და პერსპექტიული პარტნიორობა აგრესიულ და დესტრუქციულ კამპანიად იქცეს.
საჯარო ფინანსური მონაცემები და ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებები ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ სურდა ყოფილ დირექტორსა და მინორიტარ აქციონერს, ნათია ჯანაშიას „დაჩაგრული მსხვერპლის“ როლის მორგება, თუმცა ამ ცრუ როლმა ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრესი ქალი, რომლის აქტივებიც 60 მილიონ ლარს აჭარბებს, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის მომწყობ და პარტნიორის წინააღმდეგ კი - რეიდერად აქცია.
ნათია ჯანაშიას კოლოსალური ქონებისა და კეთილდღეობის მთავარი წყარო სწორედ ის ინვესტორია, რომლის წინააღმდეგაც ის დეფამაციურ კამპანიას აწარმოებს.
მისი უზომოდ გამდიდრების რეალური ისტორია კი 2019 წელს იწყება, როდესაც „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ აკადემიის 70%-იანი წილი შეიძინა და გარიგების პირობეის შესაბამისად, მეორე დღესვე ჯანაშიასა და მისი ქმრის პირად ანგარიშებზე, ჯამში 30 მილიონამდე, უფრო ზუსტად კი - 29 მილიონ 300 ათასი ლარი ჩაირიცხა.
ამ თანხას, შემდგომ წლებში, დაემატა ჯანაშიასა და მისი ქმრის მენეჯმენტის საზღაური - წლიური 1-მილიონიანი სახელფასო კონტრაქტიც 5 წელიწადში, ანუ 5 მილიონი ლარი.
საბოლოო ჯამში, ოფიციალურ საჯარო ანგარიშებსა და ექსპერტთა შეფასებებზე დაყრდნობით, მის მიერ დაგროვილი აქტივები მოიცავს როგორც მილიონობით ლარს, ისე ლაქშერი კლასის უძრავ-მოძრავ ქონებას, ძვირადღირებულ სპორტულ და ბიზნეს-კლასის ავტომანქანებს, იახტას და მრავალ ძვირფას აქტივს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 60 მილიონ ლარს აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორის წყალობით ასტრონომიული ქონება დააგროვა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც აკადემიის მაჟორიტარმა აქციონერმა ნათია ჯანაშიას მენეჯმენტში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებული მრავალმილიონიანი ფინანსური დარღვევები გამოავლინა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე გრძელდება გამოძიება აკადემიის ბიუჯეტიდან ლისის კამპუსის მშენებლობისას 4 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვისა და სხვა მძიმე ფინანსური მაქინაციების ფაქტებზე, რომელიც ნათია ჯანაშიას მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს მოიცავს. საქმე აღძრულია ინვესტორის საჩივრის საფუძველზე დაეყდნობა დიდი ოთხეულის წევრი კომპანიის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას.
დადგენილია მილიონობით ლარის ზიანი, რომელიც მოიცავს უკანონოდ დანიშნულ ხელფასებსა დ ადანამატებს (მათ შორის 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში უკანონოდ გატანილ 666 666 ლარს), სკოლის ბიუჯეტიდან ფარულად დაფინანსებულ პირად მოგზაურობებს, შვილებისა და მშობლების მრავალ ათასიან დაზღვევებს, ნათესავების სწავლის ხარჯებს, პირადი ბინების სკოლის ფინანსებით რემონტსა და სხვა ქონებრივ დაფინანსურ მაქინაციებს. გარდა ამისა, გამოვლინდა ლისის ტბის მიმდებარედ სკოლის მიწის ნაკვეთის მალულად შეძენის მცდელობა და პრაქტიკულად იდენტური სახელით კლონირებული კომპანიის დაფუძნება, რაც აკადემიის გაკოტრებას ისახავდა მიზნად.
სწორედ ამ მძიმე ფინანსური ბრალდებებისა და დირექტორობიდან გათავისუფლების ფონზე წამოიწყო ნათია ჯანაშიამ სკოლის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია. მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ამის ნათელი დადასტურებაა.
მაგალითად, აქციონერთ არიგგარეშე კრებაზე, სადაც ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანისა და სკოლის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილებოდა, მისი მხარე წესდების მიღების წინააღმდეგ წავიდა, რამაც აკადემიისთვის რეგისტრაცია შეჩერებისა და ლიკვიდაციის რეალური საფრთხე შეექმნა. რეგისტრაციის პროცესის ხელოვნური შეფერხებით, საბანკო ანგარიშების პარალიზებისა და პედაგოგებსა და მშობლებში შიშისა და პანიკის დათესვის მცდელობებით, ნათია ჯანაშია ცდილობდა შექმნილიყო ისეთი მძიმე კრიზისი, რომელიც „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“ გააჩერებდა.
ნათია ჯანაშიამ საკუთარი არამართლზომიერი და პარტნიორისთვის შეუსაბამო ნაბიჯების გადადგმით, მართალია, მისთვის მოულოდნელი, თუმცა სრულიად კანონზომიერი შედეგი მოიმკა. მის მიერ წარმოებული დეფამაციური კამპანიის შედეგად მან აბსოლუტურად დაკარგა სასკოლო საზოგადოების, მშობლებისა და მოსწავლეების ნდობა და დადგა იმ რეალობის წინაშე, როცა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ქალი - 60 მილიონი ლარის ოდენობის აქტივებით, იმავდროულად იქცა პირადი მერკანტილური ინტერესების ტყვედ.
არავისთვისაა გასაკვირი, რომ არამარტო სასკოლო, არამედ მთლიანად საზოგადოებაში დღეს ნათიაჯანაშია „ქართულ-ბრიტანული აკადემიის“ წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟის წარმოებისა და რეიდერული გზებით მიტაცების მცდელობების სიმბოლოდაა ქცეული.















