top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშია ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ლიკვიდაციით ემუქრებოდა

Aug 18
1 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერი (30%) და ყოფილი დირექტორი, ნათია ჯანაშია მაჟორიტარ აქციონერ (70%) ინვესტორს, სამართლებრივ სივრცეშიც ებრძვის და დეფამაციური კამპანიის მეშვეობითაც ცდილობს მისთვის რეპუტაციის შელახვას.


ამ გზაზე მისთვის მიუღებელი არც ისაა, რომ „აკადემია“, რომლის აქციონერიც, როგორც ითქვა, თავადაც არის, ლიკვიდაციის რეალური საფრთხის წინაშე დააყენოს. ეს საფრთხე მან 2026 წლის 13 მარტს გამართულ „აკადემიის“ აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე შექმნა.


კრებაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი იყო ახალ კანონთან „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა, რათა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და 1 აპრილამდე, ანუ კანონით დადგენილ ვადამდე, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ხელახალი რეგისტრაცია დასრულებულიყო.


ნათია ჯანაშიას მხარე იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების მიღების წინააღმდეგ წავიდა და მაჟორიტარი აქციონერი იძულებული იყო ერთპიროვნულად, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება, რათა „აკადემია“რეგისტრაციის გარეშე არ დარჩენილიყო, ანუ არ მომხდარიყო კომპანიის ლიკვიდაცია.


შეიქმნა ვითარება, როცა რეგისტრატორმა დაადგინა ხარვეზი და მის გამოსწორებამდე პერიოდში „აკადემია“ დადგა სერიოზული საოპერაციო პრობლემების წინაშე და რაც მთავარი, ლიკვიდაციის რეალური საფრთხის წინაშე.


ეს ყველაფერი გამოიწვია ნათია ჯანაშიას მიერ კრებაზე დაფიქსირებულმა დესტრუქციულმა და მიზანმიმართულად ზიანის მომტანმა გადაწყვეტილებამ, როცა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ წესდების ფორმატს არ დაუჭირა მხარი.


ნათია ჯანაშიას მხარემ კენჭისყრში არ მიიღო მონაწილეობა, შემდეგ იჩივლა საჯარო რეესტრში, რომ მაჟორიტარი აქციონერის მიერ მიღებული წესდება არ დამტკიცებულიყო  და „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“სრულად შეზღუდვოდა საბანკო ანგარიშების მართვა, არ შეძლებოდა თანხების განკარგვა, შეჩერებოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები და ამას საბოლოო ჯამში, გამოეწვია საოპერაციო საქმიანობის ფაქტობრივი პარალიზება.


როგორც მოსალოდნელი იყო, ნათია ჯანაშიას „მეცადინეობით“ შექმნილი იურიდიული ხარვეზი აღმოიფხვრა და „აკადემიის“ მენეჯმენტს სრულად აღუდგა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და შესაბამისად, წვდომა საოპერაციო საქმიანობისთვის საჭირო და აუცილებელ ყველა ინსტრუმენტზე.


ნათია ჯანაშიას საქციელი და პოზიცია კი დარჩა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ისტორიას, როგორც აქციონერის მიერ „აკადემიის“ საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული უკიდურესად დამაზიანებელი ნაბიჯი, რომელსაც „აკადემიის“ სრული პარალიზება და ლიკვიდაციაც კი შეეძლო.

 

 
 

ახალი ამბები

bottom of page