top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას ქონება 20 მილიონით გაიზარდა და 80 მილიონი შეადგინა

4 minutes ago
2 min read

საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას აქტივები 60 მილიონ ლარს აჭარბებდა. აქტივების ამ მოცულობის გენერირება დიდწილად მას შემდეგ მოხდა, რაც მან 2019 წელს ინვესტორს “აკადემიის” წილის 70 % 29,3 მილიონ ლარად მიჰყიდა.


ახლა უკვე, რაც ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლის შესახებ გაიგო საზოგადოებამ, ბუნებრივია, შესაძლებელი გახდა მისი აქტივების ხელახლა შეფასება.


როგორც რეალტორები ამბობენ, „იმ აღწერიდან გამომდინარე, რაც მაგნოლიას გრანდიოზული სასახლის შესახებ გავრცელდა, მისი საბაზრო ფასი მინიმუმ 20 მილიონი ლარით მაინც განისაზღვრება.


უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტების ანალიზის თანახმად, ეს სასახლე, რომელიც თბილისში, ლისის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე მდებარეობს, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რაც კი ამ ეტაპზე,  უძრავი ქონების ბაზრის პრემიუმ სეგმენტში არსებობს.


“ადგილმდებარეობა, განაშენიანების ინტენსივობა, რეკრეაციული ზონების მრავალფეროვნება და მასშტაბურობა, მას ბაზარზე უნიკალურ უპირატესობას ანიჭებს. სასახლის დამატებითი მომხიბვლელობაა საკუთრივ შენობაში, მინი-ფეხბურთის სტანდარტული ზომების მოედნის, ბოულინგის დარბაზისა და 20 ადამიანზე გათვლილი კინოთეატრის არსებობა”, - ამბობენ რეალტორები.


ნათია ჯანაშიას გრანდიოზული სასახლე ლისის ტბას და მის მიმდებარე რაიონებს ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, თბილისის ჩრდილო-დასავლეთს გადმოჰყურებს. თანამედროვედ დაპროექტებული სივრცეები - შიდა და გარე აუზები, სარეკრეაციო ზონები, ბოულინგის სუპერდარბაზი, საუნები, აკვადისკოთეკა, ჩაისა და ღვინის ლაუნჯები, ფიტნესისა და საბავშვო ცენტრები, 7 საძინებელი, 3 ავტოფარეხი, 2 სამზარეულო და რამდენიმე სასადილო ოთახი, ტერასები და ვერანდები - ეს ის ერთობლიობაა, რასაც ერთად თავმოყრილს, იშვიათად შეხვდები.


რეალტორები ამბობენ, რომ სასახლის დღევანდელ ეტაპამდე მისაყვანად, მიწის ღირებულების ჩათვლით, მინიმუმ 4 მილიონ დოლარი მაინც არის დახარჯული.


რაც შეეხება 3 820 კვ. მეტრიანი ფეშენებელური სასახლის საბაზრო ფასს, მისი სრულად მოწყობისა და აღჭურვის შემდეგ, ბაზრის ექსპერტები მინიმუმ 20 მილიონი ლარით საზღვრავენ. 

შესაბამისად, ვიღებთ შემდეგ სურათს  - თუკი ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლის “აღმოჩენამდე” მისი აქტივები და ქონება 60 მილიონ ლარად ფასდებოდა, ახლა უკვე თამამად შეიძ₾ება ითქვას, რომ მან 80 მილიონს გადააჭარბა და სულ ცოტაღა დარჩა, რომ ქართველ მილიონერთა “ფორბსის” სიაში შევიდეს, სადაც ის ბიზნესმენები არიან თავმოყრილი, ვინც 100 მილიონი ლარის აქტივს აკონტროლებენ.

 

 
 

ახალი ამბები

bottom of page