top of page
Untitled-1.webp

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

Aug 17
1 min read


18 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ზემო ვაკის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 18 აგვისტოს დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 18 აგვისტოს, დღის 11:00 საათიდან, 19 აგვისტოს ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


ვაკის რაიონში: გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსისა და ჟვანიას ქუჩებს; ჯაფარიძის, გოგებაშვილისა და რჩეულიშვილის ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს.


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.


 
 

ახალი ამბები

bottom of page