
Latest News
Add paragraph text. Click “Edit Text” to update the font, size and more.
სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა
28 თებ. 2023
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 21 ადგილობრივი, რომლებმაც დარგში თანამედროვე მიდგომების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ეფექტიანი მეცხოველეობის მართვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ტრენინგის მიზანი იყო მესაქონლეობის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე აგრარული პრაქტიკების გაცნობა და იმ უნარების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრარული მიმართულებით რეგულარულად ახორციელებს საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება, ასევე აგრარული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ცენტრი სისტემატურად ატარებს თემატურ ტრენინგებს, რომლებიც ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე.

.jpg)


.jpg)
