top of page

“თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ” | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე

  • May 8
  • 1 min read

Updated: May 29



საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.


“სუხიშვილები პასუხისმგებლობისა და თავისუფლების სინთეზია. იქ ვისწავლე, რომ ყველაზედიდი წარმატება საკუთარ თავზე გამარჯვებაა,“ - ამბობს თამრი ხურცილავა, რომლისთვისაც მოცეკვავეობა მხოლოდ პროფესია არასდროს ყოფილა. მისთვის ეს არის შინაგანი რიტმი, დისციპლინა, მუდმივი ძიება და გზა, რომელიც არასდროს ჩერდება.


აღნიშნულ ბლოგში გიყვებით თამრი ხურცილავაზე. ადამიანზე, რომელმაც ბავშვობის ოცნება ყოველდღიურ რეალობად აქცია და დღეს იმავე მუხტს უკვე ახალ თაობას გადასცემს.


ცეკვა 5 წლის ასაკში დაიწყო. როგორც თავად იხსენებს, ძალიან მალე მისი მიზანი „სუხიშვილებში“ მოხვედრა გახდა. არ აცდენდა რეპეტიციებს, მუდმივად ვითარდებოდა და შეუჩერებლად განაგრძობდა გზას, მანამ სანამ ოცნება რეალობად არ აქცია და სახელმწიფო ანსამბლის წევრი არ გახდა.


“უწყვეტმა მოძრაობამ იმ სცენამდე მიმიყვანა, სადაც პირველად სუხიშვილების ცეკვა ვნახე და სადაც ჩემი ბავშვობის ოცნება დაიბადა. ხუთი წლის ვიყავი, როცა დარბაზში შევაბიჯე და მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც დიდის ნაწილი გავხდი. ეს იყო კავშირი, რომელიც ჩემში მუდამ არსებობდა. იმ დღეს კი უბრალოდ ფორმა მიიღო,“ - იხსენებს ის.


კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის წარმატება, თამრი გვპასუხობს: ეს არის სიყვარული, რომელსაც ვიღებ მაყურებლისგან, მოსწავლეებისა და გარშემომყოფებისგან. ხოლო წარმატების საიდუმლო კი ორ სიტყვაში ეტევა: დისციპლინა და გულით სურვილი.


ბრენდად ქცეული ანსამბლის წევრობა, სიამაყესთან ერთად, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობასთან რომ ასოცირდება ამაზე ყველა თანხმდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სცენის მიღმაც გცნობენ, და შენს თითოეულ ნაბიჯს განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს.


Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page