ნათია ჯანაშია ნაღდი ფულის დეფიციტის გამო, დეზინფორმაციულ კამპანიას ვეღარ დააფინანსებს
- Jul 8
- 2 min read

ანონიმური კედლის გაზეთები და დაშრეტილი ქეში: როგორ მუხრუჭდება ნათია ჯანაშიას რეიდერული მანქანა
კორპორაციული რეიდერობის პროცესში ყველაზე რთული მომენტი მაშინ დგება, როდესაც ძვირადღირებული ვირტუალური ილუზიები რეალურ ფინანსურ კედელს ეჯახება. ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მიერ წამოწყებული ორწლიანი აგრესიული კამპანია ზუსტად ამ ფაზაში შევიდა.
დღეს უკვე ნათლად ჩანს, თუ რა იმალება იმ პათეტიკური ფეისბუქ-ლაივებისა და საპროტესტო მეგაფონების მიღმა, რომლებსაც ეს სკანდალური წყვილი ასე აქტიურად იყენებდა. პასუხი მარტივია - სრული ფინანსური უპერსპექტივობა და რეალური კრახი.
ტროლების ილუზია და საქმის გამჩარხველების „მადლიანი“ ხელი
იმისთვის, რომ ბრალდებები - გაფლანგული 4 მილიონი დოლარის, ჩაფლავებული მშენებლობების და სისხლის სამართლის აღძრული საქმეების თაობაზე როგორმე გადაეფარა, ნათია ჯანაშიამ ანონიმური საიტების მთელი ქსელი აამუშავა.
საქართველოში ყველამ იცის, რომ ჯანაშიას გამოცემები დაბალი დონის კედლის გაზეთს ვერ გაცდა. ამ პლატფორმებზე განთავსებული ანონიმური მასალები დაწერილია სპეციალურად დაქირავებული ტროლების მიერ, რომელთა ერთადერთი მიზანია, შექმნან ილუზია, თითქოს საზოგადოება ინვესტორების წინააღმდეგაა განწყობილი.
მაგრამ ვირტუალური ბოტები უფასოდ არ ყვირიან, ხოლო ყალბი პიარ-სტრატეგები უფასოდ გეგმებს არ წერენ. სწორედ აქ იწყება ნათია ჯანაშიას მთავარი ტრაგედია.
დაქირავებული ყალბი „პროფესიონალებისა“ და ლობისტების უზარმაზარი ანაზღაურება ჰაერში გადაყრილ ფულად იქცა. ამ ე.წ. „საქმის გამჩარხველებსა“ და კონსულტანტებს საერთოდ არ აინტერესებთ დავის ბედი, რადგან მათ კარგად იციან, რომ სამართლებრივად ჯანაშიას შანსი არ აქვს. მათთვის მთავარი პროცესის გაწელვაა, რადგან სანამ ომია, მილიონერი ნათია ჯანაშიას საფულედან ფული აქტიურად მიედინება. მათთვის ეს ჯანაშია-ცეცხლაძე უბრალოდ იდეალური „მეწველი ძროხაა“, რომელიც საკუთარი ზღვარგადასული ამბიციების გამო, მზად არის, ბოლო თეთრებიც კი ანიავოს.
როცა ადვოკატების ფულიც აღარ გაქვს
და აი, ორი წლის შემდეგ, ამ უაზრო ფლანგვამ თავისი ლოგიკური შედეგი გამოიღო. წყვილს უკვე ნაღდი ფულის (ქეშის) სერიოზული პრობლემა გაუჩნდა. მილიონები, რომლებიც საინვესტიციო კომპანიისგან სკოლის წილის გაყიდვისას მიიღეს, ციფრულ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა გადაყრილი, ხოლო ახალ კრედიტებს კი ბანკები აღარ აძლევენ. ვინ მისცემს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს ფულს, როცა ყველა ხედავს, როგორ უყაირათოდ და უაზროდ ფანტავენ საკუთარი შვილების სწავლის ფულს არაფრისმქნელ ლობისტებში და დანაშაულებრივ საბტაჟში.
კოლაფსი ღრმაა და მტკივნეული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი საკუთარ ადვოკატებსაც კი ვეღარ უხდიან კუთვნილ ჰონორარებს. დავალიანება მათ მიმართ ყოველდღიურად იზრდება. შედეგად, ჯანაშიას მთელი სამართლებრივი მანქანა დამუხრუჭების საფრთხის წინაშეა, რადგან უფასოდ ამ აბსურდულ ომში ბრძოლას არავინ აპირებს. არც ქართველი და მით უმეტეს, არც ბრიტანელი იურისტები.
ფინანსური უფსკრულის პირას
ნათია ჯანაშია თავად შევიდა იმ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი აღარ არსებობს. ის მხოლოდ იმიტომ ებრძვის ინვესტორს რომ მეტის გამოძალვის სურვილი გააჩნია.
თუმცა, როდესაც ანონიმური ბოტების ჰონორარებს ვეღარ იხდი, ადვოკატები სერვისს გითიშავენ, ხოლო ლობისტები ახალ „მეწველ ძროხას“ ეძებენ.
ნათია ჯანაშია ტრაგიკულ რეალობას შეეჯახა. მას წინ მხოლოდ ფინანსური უფსკრული და სრული რეპუტაციული გაკოტრება ელოდება. სპექტაკლი დასასრულს უახლოვდება, რადგან ტყუილების დასაფინანსებელი ბიუჯეტი ოფიციალურად ამოიწურა.















