მამუკა მდინარაძე: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც
- Aug 27
- 1 min read

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში - პოლიტიკაც“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც.
ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს 10 წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს და ლიდერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.















